შვეიცარიის სათხილამურო კურორტ Rüschegg Eywald კლიმატის ცვლილების მსხვერპლი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზამთრის განმავლობაში, კურორტზე რომლის საბაგიროც შვეიცარიაში სიგრძის მიხედვით მეოთხეა,მხოლოდ ორჯერ გაიხსნა. საბაგიროს მმართველი კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ საბაგირო გახსნეს მიწა იყო თბილი, ხოლო თოვლი სველი.
გავრცელებული ინფორმაციით, კურორტისთვის ეს პირველი წელი არ არის როცა სეზონი ჩავარდა. გასულ წელს საბაგიროს გახსნა ოთხჯერ გახდა შესაძლებელი და უკეთესი ამ მხრივ არც 2022 წელი არ იყო.
კურორტი 1969 წელს გაიხსნა. აშენდა დიდი სასტუმრო დასასვენებელი შალეებით და სახელიც “პატარა გრინდელვალდი” მაშინ ეწოდა.
ბერნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტის თავის ოფისში, რომელიც ახლა მსოფლიო ლიდერია ალპური კლიმატის კვლევებში, პროფესორი სტეფან ბრონიმანი აფიქსირებს გლობალური დათბობის ზუსტ ეტაპებს.
„70-იან წლებში ზამთარი ცივი და თოვლიანი იყო. მახსოვს, 1976 წელი იყო ძალიან თოვლიანი ზამთარი, მახსოვს 80-იანი წლები, გაყინულ ტბებზე ვსრიალებდით.
და მერე უცებ გაჩერდა. 1989 წელს თოვლი არ იყო, ყველგან სიმწვანე იყო. 1990 წელსაც არ მოსულა თოვლი”,_ ამბობს ბრონიმანი.
კლიმატური ცვლილების გამო შვეიცარიაში ყოველ ზამთარში ჩატარებული პრესტიჟული სათხილამურო რბოლებიც კი საფრთხეშია.
“კლიმატის ცვლილება ნათელია, ჩვენ ამას ვხედავთ. თოვლიანი დღეები სულ უფრო და უფრო მცირდება”,_ ამბობს საბაგირო კომპანიის პრეზიდენტი რუშეგში და აღნიშნავს, რომ კურორტი ხელს უწყობს ტერიტორიის ბუნებრივ სილამაზეს, საფეხმავლო ბილიკებით და მინერალური წყაროებით და სწორედ ამ კუთხით მოხდება მისი გამოყენება მაქსიმალურად.
შტეფან ბრონიმანი ეთანხმება, რომ კურორტები ალპების გასწვრივ ახლა უნდა მოემზადონ ცხოვრებისთვის და საარსებო წყაროსთვის ზამთრის სპორტის შემდეგ.