https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნოსტალგიური სევდანარევი მოგონებები

12:30; 10.03.2024
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.

მსახიობი მედეა ჩახავა, რომელმაც დოდო აბაშიძესთან ერთად “ბაში-აჩუკსა” და “ჭრიჭინაში” ითამაშა, ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა:

“ჭრიჭინას” იმ ეპიზოდს, სადაც მე და ბიჭიკო წვიმის ქვეშ ვდგავართ, ზამთარში ვიღებდით. დაგვპირდნენ, ისეთი თბილი წყალი იქნება, გესიამოვნებათო. მაგრამ გაყინული წყალი გამოუშვეს. გადაღებისას თავი შევიკავეთ და არ ავძაგძაგდით, მაგრამ მერე დაგვაწყებინა კანკალი. გადასაღები იყო კიდევ ერთი დუბლი. სანამ ტანსაცმელს უთოთი გვიშრობდნენ, მე სპირტით მზელდნენ. დოდომ ეს რომ დაინახა, გაუკვირდა, რას შვრებით, გათბობა ასე კი არ უნდა, ჩაასხით ჭიქაშიო. მიაწოდეს და გადაჰკრა. ვიფიქრე, მოკვდება-მეთქი, მაგრამ პირიქით, მართალი აღმოჩნდა. თუმცა, მე მაინც ვერ დამიყოლიეს, რომ სპირტი დამელია”.

დოდო აბაშიძის მუშტის ძალაზე ლეგენდები დადიოდა. ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდა, მაგრამ თუ გამოიწვევდნენ, ვეღარავინ უმკლავდებოდა. გურამ ლორთქიფანიძემ ერთხელ ერთი ამბავი გაიხსენა:

“ეს შემთხვევა მამაჩემის მეგობარმა მიამბო. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო. ერთხელ დოდო იქ ქეიფობდა მეგობრებთან ერთად, თორმეტნი იყვნენ, ჩხუბის შემძლე ხალხი, მაგრამ ძალიან ნასვამები. შემოსულა ოთხი ახალგაზრდა “კაგებეშნიკი”. დოდოს მაშინ “ბაში-აჩუკში” იღებდნენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ამ ოთხმა გაუწყალეს გული, დოდოს წვერს შეეხნენ, დაცინვა დაუწყეს. იარაღით იყვნენ. გადაკეტეს და წავიდა ჩხუბი. დოდოს უჩხუბია, როგორც ვეფხვს. მეორე დღეს ჩემთან რომ მოვიდა, რას ჰგავდა იცით? ყური გახეული, ცხვირი მოგლეჯილი. ვერ წააქციეს თურმე. მარტომ იჩხუბა და გაიმარჯვა”.

რაიხსტაგზე დროშის აღმმართველი მელიტონ ქანთარია სიბერეში ცოტა გამომწვევად იქცეოდა ხოლმე. ერთხელ სოხუმში, სუფრაზე დოდო აბაშიძეს აუხირდა, გაუწყალა თურმე გული. დოდომ ვეღარ მოითმინა და ალიყური უთავაზა. ქანთარია ისე დაიბოღმა, დოდო მილიციას დააჭერინა. სასამართლო და ციხე ელოდა. ქანთარიას თბილისიდან აკადემიკოსები მიუგზავნეს შუამავლად – ჩიქობავა, ვეკუა, ფიფია. არაფერმა გაჭრა. ბოლოს ვაკის პარკის რესტორნის დირექტორი უგულავა ჩაერია. მისი თხოვნით გაუშვეს. მელიტონ ქანთარიას უთქვამს, რესტორნის დირექტორი მომიგზავნა და როგორ არ გავუშვებდიო. “აკადემიკოსები ფეხებზე დაიკიდა” – იხსენებდა გურამ ლორთქიფანიძე.

ეს სახალისო ისტორია კი მსახიობ გიჟური კომახიძეს შეემთხვა.

“ერთი მშვენიერი დღეა. კინოსტუდიის ეზოში მივედი მონტაჟზე. მისვლა ცოტა ადრე მომივიდა და დრო რომ მომეკლა, ნელი ნაბიჯით ვცემ ბოლთას. მოულოდნელად, კარგა ხნის უნახავი მეგობარი – ნუგზარ შარია დავინახე. გადავეხვიეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ და ვსაუბრობთ სასხვათაშორისოდ.

ერთიც, ვნახოთ, ეზოში ავლიპ ზურაბიშვილი შემოვიდა, კინოსტუდიის რამდენიმე თანამშრომელი ახლავს და მოაცილებენ დიდი პატივისცემით. თურმე ბატონ ავლიპზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ და იმიტომ მოსულა. გაგვისწორდნენ მე და ნუგზარს. ავლიპი შეჩერდა. შეჩერდნენ ამალის წევრებიც. ფსიქიატრი ჩვენკენ დაიძრა. მოგვიახლოვდა და შეჩერდა.

– თქვენი სახელი ყმაწვილო? – მეკითხება.

– გიჟური, ბატონო.

– როგორა, როგორა? – ყურზე ხელი მიიდო კაცმა, ხომ არ მომეყურაო.

– მე მქვია გიჟური, ვაჟი ვარ ვაჟური, ძლიერ მიყვარს ვაზის ნაჟური, – ჩავარაკრაკე ექსპრომტი. ავლიპს მთელი გულით შევეცოდე.

– ესა, – ჩემზე ანიშნა მხლებლებს, – ხშირად ამბობს ხოლმე ასეთ ლექსებს?

– არც ისე, – უთხრეს.

– სხვა რამესაც ხომ არ აშავებს ხოლმე?

– რა უნდა დააშაოს, ბატონო ავლიპ?

– აი, ვთქვათ, ფანჯრის ქვით ჩამსხვრევა, “იუპიტერი ვარო”, ძახილით.

– არა, ეგეთი რამეები ჯერ არ შეგვინიშნავს.

– კარგიიი, ყმაწვილო, – მომიბრუნდა მე. – როცა მოიცლი, ჩემს კლინიკაში შემომიარე, შვილო. მე უფრო უიმედო პაციენტებიც შემომიბრუნებია სააქაოსკენ.

– გეახლებით, ბატონო ავლიპ, – ამომიჯდა გული.

– თქვენი გვარი, ყმაწვილო, – ახლა ნუგზარს მიუბრუნდა აკადემიკოსი.

– შარია, ბატონო.

– ვაა, როგორა?

– შარია, შარია, – გაუმეორა ნუგზარმა.

– არააა, ეს მეტისმეტია, – მიუბრუნდა მხლებლებს. დღეს ძალიან თარს ფეხზე გამოვედი. ეს გიჟურიო, ეს კიდევ შარია. დროზე გამიშვით, თორემ აქ მართლა შარს არ გადავეყარო, კაცო, – თქვა და ჩქარი ნაბიჯებით გაგვეცალა”.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

რატომ იჩემებთ ნივთებსა და აქსესუარებს

13:53; 9 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

გიყვართ შოკოლადი?

13:51; 9 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

ზამთრის სტილი

13:49; 9 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

ვის შეუძლია უსაზღვროდ გამდიდრება

11:32; 8 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი” – ბიძინა კულუმბეგოვის 15-დღიანი დიეტა

11:30; 8 დეკემბერი, 2025

ალისა ფრეინდლიხი და ქართველები

"თბილისი პრაიდი" კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს დავალებებს კარნახობს - გივი მიქანაძე

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11:19; 10.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
ფინანსები

ვალუტის კურსი 10 დეკემბრისთვის

9:51; 10.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

9:29; 10.12.2025
პოლიტიკა

პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

9:24; 10.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და უამინდობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

9:19; 10.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურში 800 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირება იწყება

20:58; 9.12.2025
ფინანსები

განათლების შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19:15; 9.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:07; 9.12.2025
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი extra.ge-ზე საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით პირველად გადახდისას

18:40; 9.12.2025
საზოგადოება

“ქვეყანა ქათმის გრიპის აფეთქების ზღვარზეა”- რას წერს “რადიო თავისუფლება”

17:28; 9.12.2025
საზოგადოება

ბახმაროს განაშენიანების გეგმა იცვლება – ახალი განკარგულება

16:50; 9.12.2025
ფინანსები

თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

16:49; 9.12.2025
საზოგადოება

ქუთაისში საწარმო იწვის

16:36; 9.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

16:20; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025
0

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო