საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში. პოლიციამ საარჩევნო უბნებზე ვანდალიზმის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტები მოიცავდა საარჩევნო ყუთებში მწვანე საღებავის ჩასხმას, ყუთების დანთებას.
ინციდენტების უმეტესობა დაფიქსირდა მოსკოვის, სამხრეთ რუსეთის ვორონეჟის და ჩრდილოეთ კავკასიის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონის საარჩევნო უბნებზე.