„დღეს უკრაინის გადარჩენას საფრთხე ემუქრება და ამერიკის უსაფრთხოება საფრთხეშია“, – აღნიშნული განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინი ცდილობს დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია კიევის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს არსებითად აკლია ფული უკრაინული ძალების შეიარაღების შესანარჩუნებლად.
„უკრაინას უნდა შევუნარჩუნოთ აშშ-სგან უსაფრთხოების დახმარება და საბრძოლო მასალა. ეს არის უკრაინის გადარჩენისა და სუვერენიტეტის საკითხი და ეს არის ამერიკის ღირსების და უსაფრთხოების საკითხი“, – დასძინა მან.
მაგრამ ოსტინს არ უთქვამს, როგორ დაუჭერს ვაშინგტონი უკრაინას მხარს დამატებითი დაფინანსების გარეშე.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაფინანსების ნაკლებობა უკვე მოქმედებს უკრაინაზე, სადაც რუსული ჯარები წინ მიიწევენ და უკრაინულ ძალებს მწირი რესურსების მართვა უწევთ.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა რჩება უკრაინის მთავარ საზრუნავად.