სატვირთო გემის დაჯახების შედეგად ბალტიმორში ხიდი მთლიანად დაინგრა.
ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტის საკომუნიკაციო სამსახურის დირექტორმა BBC-ის განუცხადა, რომ შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა მდინარეში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე უწყების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ამ დროისთვის უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.