ხონში, სოფელ კუხში, ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ლევან ვაჭარაძის თქმით, ხანძრის დროს მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.
ინფორმაციას ასევე, ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.
მათი თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ავტორი