გუშინ 112-ზე ზარი შევიდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
პაციენტი ყველასთვის საყვარელი იზო ექიმი იყო, რომელიც ადგილზე მისულ მედიკოსებს გულგაჩერებული დახვდათ. მათ კი შეძლეს, სიკვდილზე გაიმარჯვეს და პაციენტის გაჩერებულმა გულმა კვლავ ძგერა დაიწყო.
გაიცანით ჩვენი დროის გმირები: ექიმი ნინო ნატროშვილი, მედდა დალი კეკელიძე, მძღოლი ნუგზარ გიორგაძე.
“გურია ნიუსი” გისურვებთ კიდევ ბევრჯერ გეზეიმოთ სიცოცხლის გამარჯვებით.