დღეს, 30 მარტს, ქალაქ ზუგდიდში, 2012-2013 წლებში დაბადებულ უმცროს ჭაბუკთა შორის დასავლეთ საქართველოს პირველობა ჩატარდა ჭიდაობა ძიუდოში.
ტურნირში საუკეთესოდ იასპარეზა და 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა სამტრედიელმა ნიკოლოზ კალაძემ. ზუგდიდის ტურნირი სალიცენზიო შეჯიბრი იყო საქართველოს ჩემპიონატზე სააპარეზოდ, სადაც ნიკოლოზ კალაძეს გარანტირებული აქვს მონაწილეობის მიღება.
სამტრედიელმა ნორჩმა ფალავანმა ოთხივე შეხვედრა მოიგო, ბოლოს, ფინალში ქუთაისელ მოწინააღმდეგეს მოუგო. ნიკოლოზ კალაძის მწვრთნელები არიან ბესარიონ შვანგირაძე და ავთანდილ თარგამაძე.
ავტორი