ფრენბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული B ლიგის გუნდებს შორის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე ცნობილია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ახლად რეაბილიტირებულ დახურულ სპორტულ დარბაზში სტარტი აიღო ჩემპიონატმა, რომელშიც დასავლეთ საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტის გუნდები იღებდა მონაწილეობას.
სამტრედიიდან ასპარეზობაში ჩართული იყო კომპლექსური სპორტული სკოლის გოგონათა ნაკრები გუნდი; დირექტორი ივანე კილტავა, მწვრთნელი მანანა ტყეშელაშვილი.
სამტრედიამ პირველი დღეს, ანგარიშით 3:0, ხონის ,, ალუბლები ” დაამარცხა. მეორე შეხვედრა ქობულეთის გუნდთან გამარჯვებით დაასრულა, მესამე დღეს წალენჯიხის ,, ჯვარს” მოუგო და ,,ბე” ლიგის გუნდებს შორის დასავლეთის ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილზე ხონის ,, ალუბლები ” გავიდა.
პირველი და მეორე ადგილოსანმა გუნდებმა აღმოსავლეთ საქართველოში გამარჯვებულ გუნდებთან შესახვედრად მზადება უკვე დაიწყეს. მცხეთაში დაგეგმილი თამაშები ამჯერად ,,ბე” ლიგის გუნდებს შორის საქართველოს ჩემპიონს გამოავლენს.
ავტორი