რუსების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ივან ფედოროვის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეში, რუსების მიერ სამრეწველო ობიექტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაშავდა 8 ადამიანი.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად 14 შენობა, მათ შორის 7 საცხოვრებელი კორპუსი, სამედიცინო და კულტურული დაწესებულება დაზიანდა.