ელისაშვილს დაავალეს, რომ არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა, მერე გაირკვევა, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა რა იყო? – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, რომლითაც რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეზე ჩაარტყმას გაოეხმაურა.
,,ამ უსამშობლოებმა და რადიკალებმა ვერ ახსნეს, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. ერთადერთი მოიფიქრეს ის, რომ იმ არაკაცს, ელისაშვილს დაავალეს, რომ არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა, მერე გაირკვევა, რომ ასე ქურდულად მიპარვოდა და ჩაედინა არაკაცური საქციელი. ამოცანა რა იყო? – რომ ჩაეშალა ეს სხდომა.
კიდევ ერთხელ, როგორც აქ გაჟღერდა, ჩვენ ევროპელებს უნდა დავეკითხოთო და მეგობარ ქვეყნებსო, ქართველ ხალხს ვინ ჰკითხავსო? – ეს იყო დღეს ამ ხელმოცარულებისგან გაჟღერებული.“ – თქვა ზარქუამ.