ვერძი
შესაძლოა მეტად სასიკეთო რჩევები მიიღოთ ახლობლების ან კოლეგებისაგან, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული დღევანდელ სიტუაციას და მნიშვნელოვნად სასარგებლო იქნება თქვენთვის.
კურო
პოზიტიური განწყობა საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი გაუგებრობა წარმატებით მაგვაროთ, მიენდეთ საკუთარ ალღოს და გამოცდილებას და შეეცადეთ საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ თქვენი თავი.
ტყუპები
სასურველია ბობოქარ გრძნობებს მშვიდობიანი გამოსავალი მოუძებნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ემოციეური დაძაბულობა და სტრესი არასასიკეთოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და ურთიერთობებზე.
კირჩხიბი
როგორც არ უნდა შეეცადოთ დღეს გაგიჭირდებათ რაიმე როლის მორგება, ყველაფერი მკვეთრად აღიბეჭდება თქვენს სახეზე და ყველა მარტივად მიხვდება თქვენს ჩანაფიქრს, ასევე ადვილად გათვლიან ყოველ ნაბიჯსა თუ მოქმედებას.
ლომი
დღეს ნამდვილად გწყალობთ განგება. თქვენი ელეგანტურობა და საუბრის მანერა დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს გარშემომყოფებზე და წარმატებას გპირდებათ, წვრილმანი შეცდომები კი შეუმჩნეველი დარჩება.
ქალწული
შეეცადეთ ყურადღებით მოეკიდეთ დაკისრებულ ვალდებულებას და ყველაფერი საკუთარი გონების კარნახით აკეთოთ და არა სხვადასხვა ადამიანთა რჩევებით. იყავით მტკიცე საკუთარ გადაწყვეტილებებში და ერიდეთ პროვოკაციას.
მორიელი
აუდიტორიის წინაშე წარდგომის წინ სასურველია წინასწარ, წერილობითი ფორმით მოამზადოთ თქვენი გამოსვლა, დღეს გაგიჭირდებათ აზრებისა და გრძნობების გადმოცემა, ამიტომ მიიღეთ სათანადო ზომები.
მშვილდოსანი
შესაძლოა დამსახურებული მადლობა მიიღოთ ადრე გაწეული დახმარებისათვის და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ თქვენს ჩაცმულობაზე, თქვენს გარეგნობასა და განწყობაზე.
თხის რქა
დღეს შესაძლოა არაერთმა გაურკვეველმა სიტუაციამ იჩინოს თავი და უამრავი კითხვა გაგიჩნდეთ, თუმცა პასუხებსაც იპოვნით, მთავარია კარგად გაიაზროთ ყოველივე და საკუთარ თავთან მართალი იყოთ.
მერწყული
როგორი რთული სიტუაციაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული იყავით ბოლო წუთს ყველაფერი დადებითად გადაწყდება, თუმცა შესაძლოა ეს არ მოეწონოთ თქვენს გარშემომყოფებს.
თევზები
დაკავდით წვრილმანი საქმეებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადეთ. ეცადეთ არ აჰყვეთ აბეზარ და ნეგატიურ ფიქრებს, გაერთეთ მეგობრების წრეში ან უყურეთ სასიამოვნო ფილმს.