https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

30 აპრილი – 1 მაისის აქციის დარბევის სამართლებრივი შეფასება

17:04; 1.05.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

2024 წლის 30 აპრილს და 1 მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. ქვემოთ მიმოხილული იქნება დეტალები.

აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება:

აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო 2 საფუძვლით: (1) არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი; (2) ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.

დაცულია ნებისმიერი შეკრება, რომელიც არ არის ძალადობრივი ან მისი მონაწილეები არ აპირებენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას. „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაცულია, მათ შორის, პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მაშინ, როდესაც შეკრების მონაწილეებს არ ჩაუდენიათ და არც გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს და, თავის მხრივ, შეკრება სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ვინაიდან, შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზნები მშვიდობიანი იყო, დაცულია მათი გამოხატვისა და შეკრების უფლება, მით უფრო, რომ პარლამენტში კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულებული იყო, და, საპარლამენტო სამუშაო პროცესს ხელი არ ეშლებოდა. ამასთან, შესასვლელებთან აქციის მონაწილეების დაშლის საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს ვერ იქნებოდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა, რადგან მცირე ჯგუფთან დაკავშირებული სადავო გარემოებები, ავტომატურად არ აქცევს სხვაგვარად მშვიდობიან აქციას არამშვიდობიანად.

აქციის დარბევისას გამოყენებული აქტიური სპეციალური საშუალებები

საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები. 

სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. 23:37 საათზე, ხმოვანი გაფრთხილების გაჟღერებს პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, ისე, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცათ გონივრული ვადა გაფრთხილებაზე რეაგირებისთვის. სპეციალური დანიშნულების რაზმი აგრძელებდა წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების პარალელურად ან გაფრთხილებიდან რამდენიმე წამის ინტერვალით. გაფრთხილება არ უძღოდა წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას (23:21). რაც შეეხება რეზინის ტყვიების გამოყენებას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი ჟურნალისტთან საუბრისას (ტვ პირველი, 01:41)  საერთოდ უარყოფდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს, მიუხედავად მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენებას ადასტურებს.

საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს (ტვ პირველი, 02:57) და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან ასხურებდნენ წიწაკის სპრეის. დამიზნებით ისროდნენ, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც. ყოველივე ეს სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს დ სტანდარტებს არღვევს. სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთდროულად იყენებდა რამდენიმე სპეციალურ საშულებას, მათ შორის წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.

სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტს არღვევს, ასევე, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი თავისუფალი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად. მიუხედავად ამისა, პარლამენტის უკან მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს, აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე, რათა დაეტოვებინათ ის ტერიტორია, რომელზეც საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და ფიზიკურ ძალას იყენებდნენ. ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აქციის დარბევის საწყის ეტაპზე მმობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფების რაოდენობა დაშავებულთა რაოდენობასთან შედარებით, არაპროპორციულად დაბალი იყო.

აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა

გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს  ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ.

კერძოდ, გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალებით, ასევე, აქციაზე მყოფი პირების ინფორმაციის თანახმად, ხალხის დარბევისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი არასათანადო მოპყრობის ფაქტი: გინება, ცემა, სახეში გარტყმა, მოქალაქის ალყაში გატაცება და მისი უმოწყალოდ ცემა, დაწოლილი მოქალაქის თრევა. ხაზგასასმელია, რომ მსგავსი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები და ბავშვები, საქართველოს პარლამენტის წევრები (ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი), ჟურნალისტები. აქციის მონაწილეთა დევნა გაგრძელდა მეტროშიც.

აქციის დარბევისას ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავება

მიმდინარე აქციის ფარგლებში საპოლიციო ძალების წარმომადგენლები აგრძელებდნენ უკანონო დაკავებების პრაქტიკას. ამ აქციაზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, დაკავებისას, პოლიციის კორდონში მოქცევამდე და მას შემდეგ კი, ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე. საყურადღებოა, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკად სცემეს.

1-ლ მაისს, 10:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 63 პირი. ამ ეტაპისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შემოსულია ინფორმაცია 50-ზე მეტი დაკავებული პირის შესახებ. ჩვენ უკვე მოვინახულეთ 15-ზე მეტი დაკავებული, რომელთა უმრავლესობა არის ნაცემი, რაც მიუთითებს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა. არც ამჟამად გვაქვს ინფორმაცია ყველა დაკავებულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რამდენიმე მათგანის შესახლება იზოლატორებში ახლაც მიმდინარეობს.

მოვუწოდებთ: 

  • ქართულ ოცნებას, უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: მოახდინოს მყისიერი რეაგირება, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება. არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე
  • სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს:  არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  3. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  5. უფლებები საქართველო (RG)
  6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  9. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19 დეკემბერი, 2025

ხერტ იან კოოპმანი კობახიძეს შეხვდა

"ხომ არასდროს დამითაგიხარ..." _ რას წერს თბილისის მერს ყოფილი მოადგილე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20.12.2025
მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

14:04; 20.12.2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20.12.2025
მსოფლიო

reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

12:41; 20.12.2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა- რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

11:37; 20.12.2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:52; 20.12.2025
სამართალი

დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – დაკავებულია 1 პირი

10:49; 20.12.2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

10:17; 20.12.2025
ზაფრანი

ორი ყველაზე რთული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

10:07; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

10:01; 20.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების საყვარელი კერძები

9:55; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო