მოძრაობა “ტალღა” საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული სამოქალაქო ჯგუფები მივიჩნევთ, რომ გადაწვის თავიდან ასაცილებლად, ადამიანური რესურსების აღსადგენად, მატერიალური რესურსების მობილიზებისათვის კანონპროექტის მესამე მოსმენამდე გადავიდეთ სტრატეგიული დაგეგმვის რეჟიმში.
ყველას მადლობას მოგახსენებთ თქვენი დაუღალავი ბრძოლისთვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, საჭიროა ორგანიზებაში ჩაერთოს მეტი აქტიური მოქალაქე, ამიტომ გიწვევთ ონლაინშეხვედრაზე, სადაც განვიხილავთ იდეებს, სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმას და სხვა,” – ნათქვამია განცხადებაში.