იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ მოსკოვის დაჯილდოებით და მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
„არც ერთ სახელმწიფოს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ან რამდენად აღჭურვილი იყოს ის საშიში ბირთვული არსენალით, არ შეუძლია იფიქროს პრინციპების დარღვევაზე, მათ შორის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დარღვევაზე“, – თქვა მან.
მატარელამ თქვა, რომ ორი მსოფლიო ომის დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ ახალი იმედი მოუტანა ევროპას და რომ ”რუსეთმა აიღო დიდი ისტორიული პასუხისმგებლობა, დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტის გულში”.
იტალიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი, რადგან მოსკოვს სურს გლობალური გავლენა.
იტალიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისიც რომ უკრაინის ომმა საკვებისა და ენერგიის დეფიციტი შექმნა, განსაკუთრებით აფრიკის ნაწილებში.
მატარელამ დასძინა, რომ მშვიდობის დივიდენდები, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ იარაღის ნაცვლად რესურსების განვითარებაზე გადანაწილების სტიმულირებას ახდენდა, ფუჭად დაიხარჯა, რადგან რუსეთი აბრუნებს დროს და იწყებს შეიარაღების ახალ რბოლას.
მატარელას განცხადებით, უკრაინის ომი უკვე მესამე წელია გრძელდება, იტალია, მისი საერთაშორისო პარტნიორები და ხალხი ყველგან მზად არიან მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან და გრძელვადიან გადაწყვეტას.
„თუ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი, ის უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის კეთილშობილ და განუყოფელ პრინციპებს და გაეროს წესდებას“, – დასძინა მან.