ღორის გენმოდიფიცირებული თირკმლის ტრანსპლანტაციის პირველი მიმღები გარდაიცვალა პროცედურის ჩატარებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, განაცხადა მისმა ოჯახმა და საავადმყოფომ, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.
რიჩარდ სლეიმანს გადანერგვა ჩაუტარდა მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში მარტში, 62 წლის ასაკში. ქირურგებმა განაცხადეს, რომ მათ სჯეროდათ, რომ მას ღორის თირკმელით სიცოცხლე მინიმუმ ორი წელი გაუგრძელდებოდა.
სლეიმანს 2018 წელს საავადმყოფოში გადაუნერგეს თირკმელი, მაგრამ მას შარშან მოუწია დიალიზზე დაბრუნებ, უკმარისობის ნიშნების გამო. როდესაც დიალიზის გართულებები წარმოიშვა, მისმა ექიმებმა შესთავაზეს ღორის თირკმლის გადანერგვა.
ტრანსპლატაციის ჯგუფის განცხადებით, არანაირი მითითება არ არის, რომ ის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაიცვალა.