“გაუმართლებელი კომპრომისების და ამის შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგად, საქართველო გაიზიარებს უკრაინის ბედს”,_ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მან განაცხადა, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს მიიღებს და ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
“საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინეტრესების დაცვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციენის გამჭვირვალობას”,_ განაცხადა კობახიძემ.