საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც.
„მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში შეუძლია, უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – აღნიშნავს ზელენსკი.