ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა საქართველოში “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ. “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს კურსი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცეს” – წერს ნატო-ს პრესსპიკერი ტვიტერზე.