წყალდიდობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა BBC– ის ინფორმაციით, ცენტრალურ ავღანეთში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. როგოროც ცნობილია, ისინი სტიქიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მაღალ ადგილებში გაიქცნენ, უსაფრთხოების მიზნით.
წყალდიდობის შედეგად 2000-მდე მაღაზია წყლის ქვეშაა მოქცეული და მათკენ მიმავალი გზები ჩახერგილია. დაღუპულია პირუტყვი, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები.