BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ +45 გრადუსს გადააჭარბა. განსაკუთრებით ჰაერის მაღალი ტემპერატურა, +47.8 გრადუსი დელში, ნაჯაგრაჰის რაიონში დაფიქსირდა.
ამინდის დეპარტამენტის განცხადებით, ცხელი ამინდები სავარაუდოდ ამ კვირაში გაგრძელდება.
ინდოეთის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა (IMD) განაცხადა, რომ წელს ქვეყანა სავარაუდოდ უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური სიცხის ტალღებს განიცდის.