“რამდენიმე ათეული ათასი გაწვრთნილი და აღჭურვილი რეზერვისტი მზადაა სპეცოპერაციის ზონაში წასასვლელად და ბრძანებას უცდიან”,_ ამის შესახებ ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა.
კადიროვის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს კრემლში შეხვდნენ.
კადიროვის განცხადებით, სულ 43,500 ჯარისკაცი უკვე მსახურობდა უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში, მათ შორის 18,000 მოხალისე.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.