რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსიის პრეზიდენტს შეხვდა. პუტინმა ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია უკრაინის სახელით მოლაპარაკებში მონაწილეობის მისაღებად.
რუსეთს სურს მოლაპარაკება გამართოს უკრაინის ომზე, თქვა პუტინმა, მაგრამ ზელენსკის ხუთწლიანი ვადა 20 მაისს უნდა დასრულებულიყო.
თუმცა, ზელენსკიმ გამორიცხა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მაშინ, როცა მისი ქვეყანა ომშია – რასაც პუტინმა აშკარად უგულებელყო ჟურნალისტებთან საუბრისას.
„სრულიად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე“, – თქვა პუტინმა, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.