ვერძი: არ ღირს იმ საზოგადოებაში ყოფნა, რომელიც არ გიზიდავთ. ნუ წახვალთ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ეს ყოველივე თქვენზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ეცადეთ მიენდოთ საკუთარ შინაგან სამყაროს და თქვენ თავს სურვილები მაქსიმალურად შეუსრულოთ.
კურო: ხელოვნება თქვენზე დადებითად მოქმედებს. ამიტომ ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს. ეცადეთ საღამოს საათებში მაინც ნახოთ რაიმე სპექტაკლი. ეს თქვენი სულიერი სამყაროს სიმშვიდეს განაპირობებს.
ტყუპები: თქვენს ოჯახზე უკეთ არავინ გიცნობთ, ამიტომ ეცადეთ მათი რჩევები გაითვალისწინოთ. შესაძლოა გაღიზიანებდეთ მშობლების მხრიდან გამოჩენილი ყურადღება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამის უფლება არ გაქვთ, რადგან მშობელს დამახასიათებელ თვისებებზე უარის თქმას ვერ მოსთხოვთ.
კირჩხიბი: უახლოეს მომავალში რაღაც სიახლე გელით, რაც თქვენზე დადებითად იმოქმედებს. შეძლებთ არსებული პრობლემების მოგვარებას და თქვენს ცხოვრებაში დაწყებული ახალი ეტაპით ტკბობას. დადებითად განეწყვეთ და დაბრკოლებებს არავითარ შემთხვევაში არ შეუშინდეთ.
ლომი: დღეს შესაძლოა დამატებითი ფინანსები მიიღოთ. ეს კი საკმაოდ მოულოდნელი იქნება თქვენთვის და თქვენს პოზიტიურ განწყობასაც განაპირობებს. ეცადეთ დამატებითი ფინანსები რაციონალურად გადაანაწილოთ.
ქალწული: თქვენი პროფესიონალიზმი თქვენი წარმატების გარანტია. იყავით მაქსიმალურად მობილიზებულნი. ეცადეთ საქმის თითოეული დეტალი კარგად გააანალიზოთ. გახსოვდეთ, რომ საქმეში გამოჩენილი სიმტკიცე თქვენს კარიერულ წინსვლას განაპირობებს.
სასწორი: დღეს თქვენს ირგვლივ მყოფები საჭიროდ ჩათვლიან რჩევა-დარიგებები მოგცენ, ეს კი ძალიან გაგაღიზიანებთ. თქვენი ნეგატიური განწყობა უსაფუძვლო არ იქნება, რადგან თქვენს საქმეში მაქსიმალური პროფესიონალიზმის გამოჩენას შეძლებთ, სხვების რჩევები კი უბრალოდ წყლის ნაყვა აღმოჩნდება.
მორიელი: გადახედეთ უახლოეს წარსულს! როდის გქონდათ ისეთი დღე, როცა დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ და თავი პრობლემებზე ფიქრით არ შეიწუხეთ? რა თქმა უნდა ამ ყოველივეს ვერ ახერხებთ გადატვირთული გრაფიკის გამო, მაგრამ დაღლილობა თავისას შვება. ვერ შეძლებთ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში მუშაობას. ეცადეთ საღამოს საათები მაინც სრულ რელაქსაციას დაუთმოთ.
მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა კოლეგებთან გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, რადგან მათი უმრავლესობა მიხვდება, რომ თქვენ უფრო შრომისმოყვარე ხართ და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. უცაბედად გაჩენილი მტრები თქვენს ჩაძირვას შეეცდებიან, მაგრამ სრულიად მშვიდად განაგრძეთ მუშაობა და მსგავსი სიტუაციები თქვენზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენენ.
თხის რქა: დღევენდელი დღე თქვენთვის სასიამოვნოდ განვითარდება. შეძლებთ სამსახურში, შინ და მეგობრების წრეში ყოველგვარი პრობლემის მოიგვარებასა და მივიწყებასაც კი. საღამოს საათები კი სასურველია მეგობრებთან ერთად განვლოთ და თქვენს ცხოვრებაში არსებული დაბრკოლებები სრულებით გადაივიწყოთ.
მერწყული: იყავით რაც შეიძლება ფრთხილად. შესაძლოა ოცნებებისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა გაგიჭირდეთ, ეს კი თქვენზე ძალიან ცუდად აისახება. შესაძლოა ამის გამო დაკისრებული მოვალეობები კარგად ვერ შეასრულოთ. მსგავსი სიტუაცია კი ახალი პრობლემების წარმომქმნელ მიზეზად იქცევა.
თევზები: დღეს შესაძლოა მეგობრებთან გარკვეული უთანხმოება მოგივიდეთ. გახსოვდეთ ეს გადაუჭრელი პრობლემა ნამდვილად არ არის, უბრალოდ უნდა წახვიდეთ გარკვეულ დათმობებზე და თქვენთვის საყვარელი ადმაიანები დანაშაულს აუცილებლად გაპატიებენ.