დღეს , ოზურგეთის საკრებულოს სხდომის დაწყებისას, “ნაციონალმა” დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ ითხოვა, განცხადების გაკეთება.
პარალელურად მასთან სასწრაფოდ მივიდა საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ქეთევან ხომერიკი და რუსული ფული დაულაგა მაგიდაზე: „აი, ეს არის თქვენთვის, რადგან ნაციონალებს ძალიან უყვართ რუსეთი. ესარის ამიტომ ნაციონალებისთვის. მათი სურვილია არეულობა და დესტაბილიზაცია და მათთვის მიუღერებელია საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს…ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული“_ამბობდა ხომერიკი.
მჟავანაძის მიერ უკან გადმოყრილ ფულს, ხომერიკი ისევ წინ ულაგებდა.
_მაგ რუბლებით მოსკოვში, პუტინთან გაფრინდეთ შეგიძლიათ, ქალბატონო ქეთევან, – „რუბლი“ დაჭმუჭნა და უკან გადმოუყარა ნაციონალმა ბესო ქათამაძემ.
_ ლავროვი, პესკოვი, პუტინი თქვენი გადაწყვეტილებით არის კმაყოფილი. მსოფლიოში აღარ დარჩა არავინ, რომელიც ხელს ჩამოართმევს ამ ხელისუფლებას , ღიად გეუბნებიან ,რომ დღევანდელი მთავრობა იქნება დასანქცირებული… რომელ რუსულ სუვერენიტეტზე გვესაუბრებით, _ ეუბნებოდა მჟავანაძე ხომერიკს.
ასე ჩხუბით „რუბლები“ კარგა ხანს აყარეს ერთმანეთს. ამასობაში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხდომას ტოვებდნენ და დარბაზიდან გასვლა დაიწყეს. დარბაზის კარებთან კი ჩხუბი გაგრძელდა,უფრო გაცხარდნენ და ერთმანეთი დიდხანს ლანძღეს.
ავტორი