ჩვენ ვერ შევძელით. შვილები შეძლებთ – თქვენ შეგიძლიათ, თქვენ შეცვლით! _ წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი და შვილის, ლევან ბერძენიშვილის პოსტს აზიარებს:
“შვილო – ჩემო ნიკოლა, შენ ჯერ ამ სიტყვების შინაარსი არ გესმის, მაგრამ მალე გაიგებ.
საჯაროდ გაძლევ პირობას, რომ შენ გაიზრდები დამოუკიდებელ, თავისუფალ და სამართლიან საქართველოში, სადაც შენ და შენს თანატოლებს, რუსული ბოროტება ვერ შეგეხებათ!
ჩვენ – შენი მშობლები, არასდროს დავუშვებთ, რომ იმ გარემოში იცხოვრო, სადაც უსამართლობა, გაუტანლობა, სიხარბე და ძალმომრეობა იქნება წარმატების მომტანი.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამ ქვეყანაში, შენს წესიერ ცხოვრებას არაფერი დაემუქროს!
სიკეთე შენში, შენი ადამიანობა არის საზრისი, რომლის დასაცავ ფასსაც ჩვენ გადავიხდით, ყველგან და ყოველთვის, ჩემო პატარავ!” _ წერს ლევან ბერძენიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.