ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა, ხოლო გირვანქა სტერლინგთან გამყარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აშშ დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8689 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0723 ლარი გახდა.
1.34 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6337 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.73 თეთრი შეადგინა.