თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მონტელამ აღნიშნა, თურქეთის ნაკრებს გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ საქართველო რთული მეტოქეა.
„გუნდში კარგი ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ შანსი გვაქვს. რამდენიმე მოთამაშე ტრავმის გამო დაგვაკლდა, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ და გამარჯვების გვჯეროდეს. ბოლო ორ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი ვერ გადავლახეთ, ამიტომ სტარტზე მოგება გვჭირდება.
საქართველო ძალიან რთული მეტოქეა. ბურთიანადაც ეფექტურები არიან და ბურთის გარეშეც. ეს ადვილი შეხვედრა არ იქნება. უნდა გვქონდეს მოთმინება და ორგანიზების უნარი. წონასწორობა არ უნდა დავკარგოთ“,_ განაცხადა მონტელამ.