სახალხო დამცველის თქმით, სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, მისი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბავშვთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 5, 2 %-ით გაიზარდა. ასევე მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი.
„დადებითად უნდა შეფასდეს ხანდაზმულთა უფლებების ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა, თუმცა სტრატეგიულ დოკუმენტებში საკითხების ასახვაზე მეტად ამ მიმართულებით აქტივობების დროული განხორციელებაა მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.