როგორც ჯემნიუსი იუწყება, ე. წ. “კანონიერი ქურდები” – დავით გერლიანი („სვანი“) და ილია სამსონია (“ილო ოზურგეთსკი”) საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივიან. ისინი პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო ედავებიან.
სასარჩელო განცხადებაში “კრიმინალური ავტორიტეტები” წერენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ისინი პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე დატოვა.
“კანონიერი ქურდების” ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გერლიანს და სამსონიას საქართველოს მოქალაქეობა 2020 წლის იანვარში, გადაუმოწმებელი საბუთების საფუძველზე ჩამოართვა.