მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა.
„ჩემი აზრით ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა ალბათ უკეთესი იქნებოდა. გოლიც ისეთი იყო, 50/50-ზე იყო და ჩემი აზრით, არ უნდა ჩათვლილიყო იმიტომ, რომ მამარდაშვილზე მორატა აშკარად მოქმედებდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, ჩემი აზრით ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.