კანადელმა მეცნიერებმა ალბერტის ინსტიტუტიდან დაადგინეს, რომ უაზრო ხუმრობა, რომელზეც ადამიანს არ ეცინება, შესაძლოა, ტვინისათვის ზიანის მომტანი გახდეს. ეს დასკვნა მათ მაშტაბური კვლევის საფუძველზე გამოიტანეს, სადაც 30 000–ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტში განსხვავებული ასაკის მქონე ქალები და მამაკაცები მონაწილეობდნენ, მიზანი კი ცუდ ხუმრობაზე ზრდასრული ადამიანების ემოციური რეაქციის დადგენა იყო.
ექსპერიმენტმა მოულოდნელი შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ იუმორის ფორმით გადმოცემული საოცარი ფანტაზიები იწვევენ პანიკის შეტევებს. ყოველ მეცხრე ადამიანს არ ეცინებოდა სულელურ ანეგდოტებზე. სუსტი და ძლიერი სქესის წარმომადგენლები ცდილობდნენ ჩაწვდომოდნენ ხუმრობის არსს, მაგრამ, როდესაც მის აზრს იგებდნენ, მერე მათ გაუცნობიერებლად შფოთი იპყრობდათ ხოლმე.
თუმცა აღნიშნული მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდებოდა და 10 – 20 წუთის შემდეგ ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობა სტაბილიზდებოდა. სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანა ტერისის ვარაუდით, სულელურ ხუმრობებზე ნეგატიური გამოვლინებები განპირობებულია თავდაცვითი რეაქციით, რაზეც პასუხისმგებელია თავის ტვინში დაბოლოებული ნერვული გამტარი გზები; სუსტი ფსიქიკისა და მოულოდნელი გონებრივი პროცესების მიმართ ნაკლებად მდგრად ადამიანებში ეს შიშის გრძნობას იწვევს.
ავტორი