ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემდეგ, მომდევნო წლების სწავლის დაფინანსება სტუდენტს კონკრეტული დათქმის შემთხვევაში მიეცემა:
“2024-2025 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი მომდევნო სასწავლო წლებში ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი. ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული ექნება ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში.
ცნობისთვის, 2024-2025 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის უნდა მიმართოთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.