ინდოეთში ნიპა ვირუსით 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. შემთხვევა კერალაში მოხდა.
ადგილობრივმა ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დაავადების მქონე მაღალი რისკის კატეგორიაში 60 ადამიანი გამოვლინდა. იმ ადამიანებს კი, ვისაც გარდაცვლილ ბიჭთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, იზოლირებულები არიან და ტესტირება ჩაუტარდათ.
“ატარეთ პირბადეები საზოგადოებრივ ადგილებში და თავი შეიკავეთ საავადმყოფოში ნათესავების მონახულებისგან”,_ აცხადებენ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ნიპა ვირუსი არის “ზოონოზური დაავადება”, რომელიც გადაეცემა ღორიდან და ხილის ღამურებიდან ადამიანებს. ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული საკვებით და ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით.
ვირუსი დაკავშირებულია ათობით სიკვდილთან კერალას შტატში მას შემდეგ, რაც ის პირველად დაფიქსირდა იქ 2018 წელს.
ინდური მედიის ცნობით, 14 წლის მოზარდი კვირას გარდაიცვალა, მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რაც მას ვირუსი დაუდასტურდა.