“რუსული კანონი რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. მნიშვნელოვანია ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სარჩელზე რუსულ კანონთან დაკავშირებით
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სარჩელს რუსულ კანონთან დაკავშირებით ხელი მოაწერა.
“რუსული კანონი რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. გუშინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის კონგრესში ხაზგასმით იყო საუბარი, რომ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის ევროატლანტიკურ არჩევანს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.