ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბობოყვათში მოხდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ AJARATIMES ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა ტრამვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.