საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „დემოკრატიის ფესტივალს“ გამოეხმაურა, რომელიც თელავში იმართება.
„ვიცით, რომ დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციას მართავს რამდენიმე რადიკალური პარტია. ამავე დროს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აორგანიზებს ამ ღონისძიებას, თავად არის პოლიტიკაში, მისი წევრები არიან პოლიტიკაში და ეს ცალკე კიდევ წარმოშობს ეჭვებს, რომ აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან. ეს ქმნის იმის აღქმას, რომ ეს კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა ამ „ენჯეოს“ მხრიდან იმ გათვლით, რომ შემდეგ პოლიტიკაში ოფიციალურად წავიდოდნენ და თავისივე წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ. კიდევ ერთხელ მედიასაც ვთხოვ, დაინტერესდეს, უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციის ეჭვი არსებობს, ვინაიდან დანიის ფულია და ვხედავთ, რომ რადიკალი პარტიები აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ამაზე უხეში ფაქტები მგონი, იშვიათია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.