ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში მოხდა.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, ახალგაზრდა კაცი სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.
სახლში მყოფმა ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარევა გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ სპეციალისტებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ.