როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში “გრანადამ” შინ “ალბისელესტე” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში “გრანადას” შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა.
“გრანადას” გულშემატკივრები ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის დებიუტს ეხმაურებიან:
“ნანდვილი ბრილიანტი აღმოვაჩინეთ. მგონი ჩვენს გუნდში ახალი ეპოქა იწყება.
წიტაიშვილი უმაგრესი ბიჭია. მოედანზე დღეს საუკეთესო იყო.
გუნდის უსუსური მატჩი, თუმცა წიტაიშვილის საოცარი ოსტატობა.
მაგარი ბიჭი დავიმატეთ, გამაოცა წიტაიშვილის ჩინებულნა თამაშმა.
ეს ბიჭი გრანად კვარაცხელიაა, ბრავო წიტაიშვილს.
დღეს საოცრად არ გაუმართლა, გოლის ღირსი იყო გიორგი.
იღბალმა ბედი აქცია, თუმცა მომდევნო შეხვედრებში ვიმედოვნებ, რომ არაერთხელ გაგვახარებს გოლებით.
წყარო: footballnews