ბოლო სამი დღის განმავლობაში, ოზურგეთში თხილის ფასი (‘გულშიშველა“) 20 თეთრით დაეცა და ერთი კილოგრამი 3, 30 ლარი ღირს. „ბერძნულას“ ფასი არ შეცვლილა _ ერთი კილოგრამი 3,70 ლარი ღირს.
_„გულშიშველას“ ფასის დაკლებით დაიწყეს. ნარევიაო, იძახიან. ნარევი ცუდს რატომ ნიშნავს? თხილი არის სხვადასხვა ჯიშის. ფოთლები და ქვები თუ ურევია, კეთილი ინებონ და საერთოდ არ ჩაიბარონ. ნუ გვაპარებენ ფასის დასაკლებ მიზეზებს, ამოვიდნენ ყელში. მერე ისევ გატეხვით მიღებას შემოგვაპარებენ. ბიძინა ივანიშვილი გვესტუმრება ოზურგეთში მალეო და ერთი ან ძველებულრად ან ახლებურად დაგვპირდეს რაიმეს თხილის ამბის მოსაგვარებლად, _ ბრაზობენ დილაადრიანად გურული მეთხილეები ოზურგეთში, თხილის მიმღებ სხვადასხვა პუნქტებში.
ზოგან მათ ამშვიდებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თხილზე ფასი არ დაიკლებს და არც გატეხვის მეთოდით მიღება იქნება. სინამდვილეს უახლოესი დრეები გვიჩვენებს.
ავტორი