ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარიკა მეგრელიშვილი, რომლის წარმატების შესახებ “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, ეთერ წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“გილოცავ, ჩემო გენიოსო. დარწმუნებული ვარ, იქაც პირველი იქნები”! _ წერს ეთერ წილოსანი.