სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ლიზეტა ვერულეიშვილმა ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი დადო და სახელმწიფოსაგან 100% გრანტით ჩაირიცხა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
ლიზეტამ წელს პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სკოლის პედაგოგებს იმედები გაუმართლა.
,,ლიზეტა, პირველი საჯარო სკოლა ამაყია შენით და კიდევ ბევრი კურსდამთავრებულით, რომლებმაც ჩვენი მშობლიური სკოლა ასახელა. გისურვებთ წარმატებებს,”_ სოციალური ქსელის მეშვეობით ამ სიტყვებით ულოცავენ გოგონას სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები.