https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ბიზნესმა უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა“

17:21; 28.08.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წარმატებული ქვეყნების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი წარმატებული ბიზნესია.  ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბიზნესს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა. 1992 წლიდან დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება შეხედულება, რომ კომპანიებმა საკუთარი ინიციატივით უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში. კომპანიებმა ბიზნესი უნდა აწარმოონ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული იქნეს საერთო მიზანი _ მდგრადი განვითარება. ევროპაში ყველაზე მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიები სკანდინავიის ქვეყნებშია, სადაც ცხოვრების დონე მაღალია და ბიზნესი იღებს ვალდებულებას არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე, არამედ, გარშემო მყოფი ადამიანების კეთილდღეობაზე იზრუნოს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია საქართველოში 2005 წლიდან იღებს სათავეს, ხოლო 2007 წლიდან საქართველოში შეიქმნა გაეროს პროგრამა “გლობალური შეთანხმების” ქართული წარმომადგენლობა “გლობალური შეთანხმება _ საქართველო”, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემის პოპულარიზაცია და საერთაშორისო სოციალური ანგარიშების წარმოების პრაქტიკის დანერგვა.

საქართველოში მსხვილი ბიზნესი ჩართულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ისეთი პრობლემების გადასაჭრელად როგორიცაა განათლება, მეწარმეობა, სპორტის მხარდაჭერა და სხვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითები არსებობდეს საშუალო ბიზნესშიც, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასაქმება, მიგრაცია, ქალთა უფლებები და ტექნოლოგიური განვითარება. მართალია აღნიშნული მიმართულებების პრობლემების გადასაჭრელად ბევრი სახელმწიფო  და საერთაშორისო დონორის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა აქტიურად მუშაობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული ბიზნესოპერატორებიც გამოხატავდნენ კეთილ ნებას იზრუნონ ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოზე, წვლილი შეიტანონ საზოგადოების, თემის კეთილდღეობაში.

საქსტატის 2024 წლის 1 ივლისის მონაცემებით (საქართველოში რეგისტრირებულ და აქტიურ სუბიექტთა რაოდენობა რეგიონებისა და ზომების მიხედვით) გურიაში 5760 აქტიური ბიზნეს სუბიექტია, უმრავლესობა კი ინდმეწარმეა.  ადგილზე მოქმედი ბიზნესის დიდი წილი ქსელური წარმომდგენლები არიან და მათი სოციალური პასუხისმგებლობაც უფრო მეტად დიდ ქალაქებზე ვრცელდება.  რეგიონში დაფუძნებული და აქტიური ბიზნეს ოპერატორები, ძირითადად, საშუალო შემოსავლების მქონე ბიზნესს მიეკუთვნებიან და ნაკლებად აქვთ განვითარებული მსგავსი პასუხისმგებლობის პრაქტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადღესასწაულო დღეებში და მაგალითად, სტიქიების დროს ხდება მათი მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა, მაგრამ ამას აქვს ერთჯერადი ხასიათი, რასაც ვერ ექნება ეფექტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

სტატიაში გვინდა გაგაცნოთ გურიის რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკა, სადაც ბიზნესის, პროფესიული სასწავლებლის, მოქალაქისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა ოთხივე მხარისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.

კომპანია „ეარნეტი“  2010 წელს, ოზურგეთელი ახალგაზრდების მიერ დაფუძნდა და ის დღეს რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ინტერნეტ ბაზარზე.

როგორც კომპანიის დირექტორი შოთა მიქაძე აღნიშნავს, დღემდე ბევრი სირთულე გადალახეს  მაგისტრალურ ოპტიკურ ქსელზე წვდომის შეზღუდვით დაწყებული, ფინანსური რესურსების მოძიებით დასრულებული. ფინანსური ინსტიტუტები, რთულად აფინანსებდნენ საკომუნიკაციო ქსელის პროექტებს. თუმცა, მოახერხეს  და დიდი შრომის ფასად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უდიდიდესი ნაწილი დაფარულია  ინტერნეტ ქსელით. ამ ეტაპზე, აქტიურად ავითარებენ ოპტიკურ-ბოჭკოვან  ქსელს და ეტაპობრივად, ყველა დასახლებული ზონა დაიქსელება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. ასევე, უახლოეს მომავალში, მომხმარებელს შესთავაზებენ IP ტელევიზიის სერვისს. მიუხედვად გამოწვევებისა, კომპანიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო ისეთი საკითხების მხარდაჭერა, როგორიცაა: ქალთა დასაქმების ხელშეწყობა ტექნოლოგიებში, ახალგაზრდების დასაქმება, განათლების მხარდაჭერა და სხვა.

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც პროფესიულ სასწავლებელთან, ასევე არსამთავრობო ორგანიზაციებთან. სწორედ მხარეთა ჩართულობითა და კომპანიის ხედვით ხდება წარმატებული მაგალითების შექმნა. მათთან ყოველთვის არის გამოხატული მზაობა საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება და თანამშრომლობა პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებაში.

კომპანიის მხრიდან უკვე წლებია მხარდაჭერილია ისეთი პროექტები, როგორიცაა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რეგიონული, საფეხბურთო ოლიმპიადები, ახალგაზრდების ინოვაციური პროექტების წახალისება და ინტერნეტთან უსასყიდლო ხელმისაწვდომობა და მრავალი სხვა.

თითოეული მსგავსი ინიციატივა საკუთარ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. აქ ზუსტად იციან, როგორი მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა და მოტივაცია ახალგაზრდებში.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ტუღუში გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას სანამ „ეარნეტის“ შექმნას გადავწყვეტდით, რამდენიმე წლის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, თუმცა სპეციალობის მხრივ, უფრო მაღალი საფეხურების დასაუფლებლად სწავლას და შესაბამისი საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებას ვაგრძელებდი. პარალელურად ვმუშაობდი პროფესიით და ვკითხულობდი ქსელების ადმინისტრირების ლექციებს ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონალურ აკადემიაში.

ლაშა ტუღუში: “ვფიქრობ, ჩვენ გუნდთან ერთად,  ბევრი ადამიანის ცხოვრება, პოზიტივისკენ შევცვალეთ“

ლაშა ტუღუში: „ცხადია, კომპანიის განვითარებას თავისი გამოწვევები ჰქონდა, რის გამოც, “ეარნეტის“ დაარსებიდან 2 წლის მანძილზე,   ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე სამსახურის დათმობა მომიწია, რაც მარტივად მისაღები გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა დასახული მიზნისთვის, ღირდა.

ვფიქრობ, ჩვენ გუნდთან ერთად, ჩვენი მუნიციპალიტეტის დონე, თანამედროვე, ციფრული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებაში და ბევრი ადამიანის ცხოვრება, პოზიტივისკენ შევცვალეთ“.

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საინჟინრო მიმართულებით ძირითადად, მამაკაცებია დასაქმებული, თუმცა, ადმინისტრაციული და დაშორებული ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ქალების ჩართულობა გაცილებით დიდია. 5 მათგანი უშუალოდ IT და 1 _ ადმინისტრაციული მიმართულებით არის დასაქმებული.  უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებული   ქალბატონების  სამსახურში  მიღება მოხდა ზოგადი უნარებით,  პროფესიული მოთხოვნების წინაპირობის გარეშე. მათი მომზადება-გადამზადება მოხდა ადგილზე.

„ყოველთვის ვცდილობთ მოვიზიდოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრები, ვისაც აინტერესებს ეს სფერო“, _ ამბობს შოთა მიქაძე.

ამჟამად კომპანია აქტიურად მუშაობს რეგიონში მცხოვრები კიდევ ერთი ახალგაზრდის დასაქმების საკითხზე. დასაქმებისწინა შესაფასებელ ეტაპს გადის სოფელ მთისპირში მცხოვრები გიორგი ინწკირველი, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში გეგმავს კარიერულ ნაბიჯებს. როგორც ის აღნიშნავს, ყოველთვის უნდოდა ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება. პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო მიმტანად, თუმცა, ეს არ იყო მისთვის მაქსიმუმი. მალევე ის ჩაერთო ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში “ LINKS” , რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთან კავშირი“ ახორციელებდა გურიაში და მიიღო კარიერის დაგეგმვის და მართვის კონსულტანტის მომსახურება. მოხდა მისი ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გამოკვეთა და დამისამართება პროფესიულ სასწავლებელ „ჰორიზონტში“ შესაბამის კურსზე. დუალური სწავლების ფარგლებში, რომელსაც პროფესიული სასწავლებელი კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებდა ის, 11 თვის მანძილზე, თეორიას სასწავლებელში ხოლო პრაქტიკულ სწავლებას გადიოდა  კომპანია “ეარნეტში“. 2023 წლის 10 მარტს გიორგი ჯარში გაიწვიეს.

გიორგის უნდა რომ  გახდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

გიორგი ინწკირველი: „ვფიქრობ, ერთ –ერთი  ყველაზე კარგი გადაწყვეტილება  იყო,  რაც  მიმიღია,  რადგან  ჯარში  ვისწავლე  დისციპლინა,

დამოუკიდებლად  ცხოვრება  და დროის  სწორად განაწილება.  ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდამ  უნდა  სცადოს   კომფორტის  ზონიდან გამოსვლა… ერთი მინუსი რაც  ჰქონდა, ის იყო რომ ცხოვრების იმ  ეტაპზე მომიწია ჯარში წასვლა,  როცა მნიშვნელოვანი კარიერული და ცხოვრებისეული ნაბიჯები უნდა გადამედგა. თავიდან ვფიქრობდი კიდეც, რომ ცხოვრების 1 წელი ტყუილად დავკარგე.“

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ,  კომპანიამ, რომელიც ცდილობს ახალგაზრდების დასაქმებასა და რეგიონში შენარჩუნებაზე, გიორგისთან განაახლა თანამშრომლობა და ახლა ის მუდმივი დასაქმებისთვის ემზადება. გიორგის სამომავლო კარიერული გეგმებიც აქვს დასახული, უნდა რომ ის გახდეს  ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი.

მსგავსი მიდგომები მაგალითი უნდა იყოს რეგიონალური ბიზნესებისთვის. რეგიონში დასაქმებისა და კორპორაციული მიდგომის შესახებ კომენტარს აკეთებს კარიერის დაგეგმვისა და მართვის კონსულტანტი სოფიო ვასაძე, რომელიც „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე 2021-2023 წლებში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების ‘’LINKS” და ‘’LESC” კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი და კოორდინატორი იყო.

სოფო ვასაძე: “ბიზნესმა სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა”

“დასაქმების ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება იყო პროექტების მთავარი მიზანი. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალგაზრდების (და არა მხოლოდ) მიგრაცია და რბილი უნარების ნაკლებობაა, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს გამოწვევი მიზეზები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ადგილობრივი ბიზნესის დაბალი ჩართულობაა კადრების მომზადება-გადამზადების პროცესში. ბიზნესმა სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ რეგიონის საჭიროებების და გამოწვევების შესაბამისად ხელი შეუწყოს ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებას და სოციალური გამოწვევების გადალახვას. მსგავსი გლობალური პრობლემების მოგვარება მხოლოდ თანამშრომლობითა და კარგად მომზადებული გეგმით არის შესაძლებელი, სადაც მხარეების ხედვა და მოტივაცია არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, გურიაში ნაკლებად არის მსგავსი მიდგომები განვითარებული, თუმცა ზოგიერთი კომპანია ნამდვილად წარმატებით ახერხებს, რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“, _ ამბობს სოფიო ვასაძე.

მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რაც რეგიონებს და სოფლებს გააჩნია, თუნდაც ერთეული კომპანიების ხედვა და მხარეთა მზაობა თანამშრომლობაზე, იძლევა იმედს, რომ განვითარების პროცესში მყოფი რეგიონი აუცილებლად მოახერხებს სწორი ხედვითა და გრძელვადიანი,  სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას. ამასთან ერთად, უკვე არსებული მაგალითები გახდება მეტად საჯარო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

კომპანია “ეარნეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ: “ზოგადად, ჩვენ მსგავს თემებზე თითქმის არ ვსაუბრობთ, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში , როცა რამეს საჯაროდ ვხდით, ამას, ძირითადად, მიზანი აქვს ხოლმე, რომ ეს იყოს მაგალითი, მოტივატორი, რომ იგივე და უფრო მაგარი რამეების გაკეთება ჩვენ მხარეში მოქმედ ბევრ კომპანიას შეუძლია“.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

ეარნეტი
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6 დეკემბერი, 2025

ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა

ჩოხატაურელი ლუკა ბარამიძე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025
საზოგადოება

ჯარიმა 10 000-ლარამდეა! – კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

16:09; 6.12.2025
საზოგადოება

“დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში აქციების დროს გამოიყენებოდა, არის…” – ბრიფინგი სუს-ში

15:58; 6.12.2025
პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო