ოზურგეთში, ჭადრების ბაღში “ქართული ოცნების” ლიდერებთან შესახვედრად საკმაო რაოდენობის ადამიანებმა მოიყარა თავი. როგორც აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან.
“გურია ნიუსი” რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.
მადონა ცქვიტინიძე: 80% იმედი მაქვს, რომ არჩევნებში “ოცნება” გაიმარჯვებს, თუ ვინმე ჭკუათმყოფელია და ომის და არეულობის თავიდან აშორება უნდა, ხმა ოცნებას უნდა მისცეს. ოპოზიციას რაც შეეძლება ესენი არიან ნაცები და სისხლის მსმელები.
ადამიანების დიდმა ნაწილმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება.
ტყუილად ჩამომიყვანეს აქ 3-ის ნახევარზე. როდის მოვლენ, საერთოდ მოვლენ, თუ იცით?! _ გვითხრა ურეკის ერთ-ერთმა მხცოვრებმა, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ავტორი