მხოლოდ მამა გადარჩა, დედა და სამი შვილი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, 4 სექტემბერს, რუსების შეტევის შედეგად დაიღუპნენ, _ იუწყება unian.net.
„რუსები დღევანდელი შეტევის შედეგად, ოჯახიდან მხოლოდ მამა _ იაროსლავი გადარჩა, დედა _ ევგენია და შვილები _ სამი გოგონა: იარინა, დარია და ემილია საკუთარ სახლში დაიღუპნენ“, _ ამბობს ლვოვის მერი ანდრეი სადავოი.