ვერძი
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, საიდუმლო საქმეებთან დაკავშირებით. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა შეინარჩუნოთ თქვენი პოზიციები. აკონტროლეთ ემოცია.
კურო
ნებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა, მოსალოდნელია გაუგებრობები და უთანხმოებები კოლეგებთან. მიზნის მისაღწევად, გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა.
ტყუპები
შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც თავს ძალიან კომფორტულად და ბუნებრივად იგრძნობთ. თქვენი იდეები სწრაფად რეალიზდება და სიხარულს მოგიტანთ.
კირჩხიბი
ნუ შეჰპირდებით ნურავის ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებთ, სასურველია, ახლობლებთან ერთად განიხილოთ აქტუალური საკითხები, ყური მიუგდეთ მათ.
ლომი
იმოქმედეთ, შექმნილი ვითარების თუ გარემოების შესაბამისად, მოერიდეთ პირდაპირობას. გააანალიზეთ ახლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე და შედეგები.
ქალწული
თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. თავისუფალი დრო ახლა თქვენთვის ფუფუნებაა.
სასწორი
შესაძლოა, აუცილებელი გახდეს პარტნიორებთან შეხვედრა და ბიზნესის საკითხებში კორექტივების შეტანაზე მსჯელობა. მშვიდად იმოქმედეთ, სასიკეთო პერიოდია.
მორიელი
ფინანსური და საქმიანი პრობლემები, დიდი ალბათობით, საუკეთესოდ გადაწყდება. იმოქმედეთ და მეტად ენდეთ საკუთარ თავს, იზრდება თქვენი ავტორიტეტი.
მშვილდოსანი
სიფრთხილე გმართებთ გზებზე, ავტომანქანის მართვისას, დაიცავით უსაფრთხოების წესები, რათა იყოთ მაქსიმალურად დაცული.
თხის რქა
არის გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების ალბათობა. იყავით გულახდილი ახლობლებთან, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები.
მერწყული
ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა მატულობს. შესაძლოა, მხედველობიდან გამოგრჩეთ რაღაც მნიშვნელოვანი, ნებისმიერ საქმეში ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს.
თევზები
მოერიდეთ ზედმეტ გასავალს და ნუ გამოიყენებთ ეგოისტურად ახლობლების ნდობას, გაუთვლელი ხარჯები სიკეთეს არ მოგიტანთ.