“მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობის და ნეიტრალიტეტის და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი წინასწარი განცხადებების მიხედვით,” – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.
იგი ამგვარად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძეს ბრალდებას, თითქოს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის 560-ვე აპლიკანტი „ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
„ამ განცხადებებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოჩნდა მართალი. მეტიც, ჩვენ ახლა ვნახავთ ეგრეთ წოდებულ კვლევებს, სადაც აღმოჩნდება, რომ ადამიანები არიან დასაქმებულები, პედაგოგები, ვიღაცის ნათესავები, თითქოს,ეს კანონდარღვევა ან რაიმე დანაშაული იყოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმის და ნეიტრალიტეტის და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი წინასწარი განცხადებების მიხედვით, მით უმეტეს, როცა ჯერ არდაწყებულ საქმიანობაზე ჩვენ ვხედავთ სტიგმატიზაციისა და ბულინგის მცდელობას“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს დღეს აირჩევენ.
წყარო: imedinews