საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წლის 23 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით დააკმაყოფილა მომჩივანების ადვოკატთა მოთხოვნა და საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა.
“ ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეები საგამონაკლისო შემთხვევებში გადაეცემა. კონვენციის მიხედვით საქმე უნდა წამოჭრიდეს ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან საერთო მნიშვნელობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო”,_ წერია ორგანიზაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.