ოზურგეთში, დღეის მდგომარეობით, წაბლის ჩაბარება (ერთი კილოგრამ) 3-4 ლარად ხდება, ხოლო, გასაყიდი ფასი 6 – 7 ლარია. იყო დღეები, ერთ კილოგრამს 3ლარად იბარებდნენ და 4 ლარად ყიდდნენ, თუმცა, ახლა ფასმა მოიმატა.
_რად გვინდოდა თხილი? ისევ ასაჭრელი გაგვიხდა . მაინც კი ხმება…წაბლი თუ ხარისხიანია, ფასი კი დაურჩა. მცენარეა და უკეთეს მასალას , რომელი სამერქნე ჯიშის ხე მოგცემს. ქარსაფარად გადასარევია და მჭადსაც კი გამოაცხობ მის ფოთოლში…მოდაში შემევიდა ნამეტანი , ახლა, გურულ კეცზე წაბლის ფოთოლში გამომცხვარი მჭადი. აგია, პაწე ბუძგანტა დაგიჩხვლიტავს ხელებს…ვარდივითაა, უეკლოდ ვერ მოიხელთებ_ ხშირად გაიგონებთ გურულების იუმორს და ყბისაქცევებს.
-ყველაზე კარგი მაინც საადრეო ჯიშია. აგვისტოს ბოლოს შემოდის. ბევრს არ აქვს. სექტემბრის დასაწყისში , მე ერთი კილოგრამი 7 ლარადჩავაბარე. გასაყიდი ფასი ათი ლარი მაინც იქნებოდა, მეტი თუ არა. ერევანში მოგვაქვსო, მითხრეს, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთელმა ეთერ ლომჯარიამ.
ავტორი