ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახი ისხდა, ხევში გადავარდა.
შემთხვევა სოფელ ბზუბზუსთან მოხდა. დაღუპულია ბავშვი.
შს-ში განმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია მძღოლი.